"ცენტრ პოინტის" საქმეზე "მიონის" ეპიზოდზე ბრალდებულების, მაია რჩეულიშვილისა და ქეთევან ჟორდანიას მიმართ განაჩენი დღეს გამოცხადდება.პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 10:00 საათზეა დანიშნული, სადაც მხარეები დასკვნით სიტყვებს წარმოთქვამენ. დღევანდელ სხდომაზე უნდა წარმოთქვას საბოლოო სიტყვა თავად ბრალდებულმა მაია რჩეულიშვილმაც.გასული სხდომა სწორედ მისი გამოუცხადებლობის გამო გადაიდო. მოსამართლე გიორგი ებანოიძემ განმარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი, ბრალდებული კვლავ არ გამოცხადდებოდა სასამართლოში, პროცესს აღარ გადადებდა.