პროკურატურა მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს საპროცესო შეთანხმების გაფორმებას კიდევ ერთხელ სთავაზობს. ამის შესახებ "ცენტრ პოინტის" საქმის პროკურორმა დავით გუმბერიძემ, დღევანდელი პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმება იმ პირობით გაფორმდება, თუ ისინი ყველა დაზარალებულს ზიანს აუნაზღაურებენ და ყველა ობიექტის მშენებლობას დაასრულებენ.პროკურორის ინფორმაციით, მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს აღნიშნული პირობით საპროცესო შეთანხმების გაფორმება გამოძიებისა და სასამართლო განხილვების ეტაპზეც შესთავაზა.