"ცენტრ პოინტის" დამფუძნებლებისთვის პროკურატურის მიერ შეთავაზებული საპროცესო შეთანხმების პირობები მიუღებელია. როგორც მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილის ადვოკატმა განაცხადა, პროკურატურის ბოლო შეთავაზებაა, რომ "ცენტრ პოინტმა" უნდა დაიწყოს მშენებლობები, დაზარალებულთა დაკმაყოფილება და ამის შემდეგ გადაწყდება კომპანიის ქონებისთვის ყადაღის მოხსნა. მისივე თქმით, საპროცესო შეთანხმების ყველაზე მისაღები პირობა ჯერ კომპანიის ქონებისთვის ყადაღის მოხსნაა, რასაც, საბოლოო ჯამში, მშენებლობების დასრულება და დაზარალებულების დაკმაყოფილება მოჰყვება.