ცემა თუ წაქცევა - შსს-სა და ოჯახის განსხვავებული ვერსიები შოთა პაკელიანის ცემასთან დაკავშირებით - Palitra News

ცემა თუ წაქცევა - შსს-სა და ოჯახის განსხვავებული ვერსიები შოთა პაკელიანის ცემასთან დაკავშირებით

2017-03-31 14:25:22+04:00

შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართალდამცავების მიერ შოთა პაკელიანის ცემას უარყოფს და აცხადებს, რომ მან სხეულზე დაზიანებები გაქცევის დროს წაქცევის შედეგად მიიღო. სამინისტროში აცხადებენ, რომ შოთა პაკელიანი 23 მარტს დააკავეს და მას პირადი ჩხრეკისას, პოლიციამ ნარკოტიკული საშუალება - ე.წ. "ბიო" ამოუღო.

საპირისპირო ვერსიაზე საუბრობს დაკავებულის ოჯახი. ბრალდებულის მამა სამართალდამცველებს ნარკოტიკული საშუალების ჩადებასა და მისიშვილის სასტიკ ცემაში ადანაშაულებს. სასამართლომ შოტა პაკელიანს აღკვეთის ღონისძიების სახით უკვე შეუფარდა 50 დღიანი წინასწარი პატიმრობა, რასაც დაცვის მხარე ასაჩივრებს.