რკინიგზელთა ახალი პროკვაშირების პრეზიდენტის, ვიტალი გიორგაძის ინფორმაციით, რკინიგზის დეპარტამენტთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს. მისივე თქმით, დაკავებულია „აუდიტორია 115“-ის წევრი ირაკალი კუპრაძე და პროფკავშირების წევრი გიორგი დიასამიძე. მოშიმშილე რკინიგზელების აქციაზე ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეთა გარკვეულმა ნაწილმა საქართველოს რკინიგზის ოფისის ფოიეში შესვლა სცადეს. ისინი მოითხოვდნენ, რომ მოშიმშილეებისთვის ფოიეში შესვლის და იქ ყოფნის საშუალება მიეცათ. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს ფოეში შესვლის საშუალება არ მისცეს, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოხდა.
საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის წინ მიმდინარე აქციაზე რამდენიმე ადამიანი შეუძლოდ გახდა. ადგილზე იმყოფებოდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა. როგორც ერთ-ერთმა მოშიმშილემ, რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების წარმომადგენელმა პაატა ნინუამ განუცხადა, რკინიგზის დეპარტამენტის წინ შიმშილობის აქცია უკვე მეათე დღეა მიმდინარეობს და 16 ადამიანი შიმშილობს. მისივე თქმით, პროტესტის მთავარი მიზეზი რკინიგზაში როტაციის წესით თანამშრომლებისთვის სამუშაოს ადგილმდებარეობის შეცვლაა.