წელს თხილის მოსავალი 50 ათას ტონას მიაღწევს - ამის შესახებ "საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციაში" ამბობენ. აღსანიშნავია, რომ შარშან ეს მაჩვენებელი 40 ათასი ტონა იყო. რაც შეეხება თხილის ჩასაბარებელ ფასს, წელს დაახლოებით 8 ლარი იქნება. ასოციაციაში განმარტავენ, რომ ქართულ ბაზარზე თხილი მუდმივად დეფიციტურია, აქედან გამომდიბარე ქართველ ფერმერებს მისი ჩაბარების პრობლემა არც აქამდე ჰქონიათ და არც წელს ექნნებათ. რაც შეეხება ქართული თხილის საექსპორტო პოტენციალს, აღსანიშნავია, რომ 2020 წლის იანვარ-მარტში, საქართველოდან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 11მილიონ 600 ათასი დოლარის ღირებულების თხილის ექსპორტი განხორციელდა. ჯამში საუბარია მილიონ 843 ათას ტონა თხილზე. ეს კი გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 15.1%-ით აღემატება. ნაჭუჭგაუცლელი თხილის ექსპორტიორი ქვეყნებიდან ლიდერობს იტალია, ჩინეთი, ისრაელი, ტუნისი და ბელარუსი. ნაჭუჭგაცლილი თხილის TOP-10 ექსპორტიორ ქვეყანას შორის პირველ ადგიზლეა გერმანია, მას მოსდევს იტალია, ბელორუსი, პოლონეთი და ჩეხეთი. ათეულში ბოლო პოზოცებზეა რუსეთი და უკრაინა.