დედაქალაქში წელს სულ მცირე, 100 ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსი შემოვა. ამის შესახებ, თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები მწარმოებლებთან, რომ დადგინდეს რა ტიპის, ზომის და რა ფასის ავტობუსების შესყიდვა უნდა მოხდეს. ამასთან, მერიის ცნობით, 100 ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსის შესაძენად ბიუჯეტიდან 50 მილიონი ლარი დაიხარჯება.