2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ცნობილია. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხვებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების შესახებ ინფორმაციის ნახვა აბიტურიენტებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე დღეიდან შეუძლიათ.
წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებული იყო 41 000 აპლიკანტი. პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ აბიტურიენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაესაჩივრებინათ მიღებული ქულა ან კონკრეტული დავალების შეფასება.