2020 წელი საქართქველოში კარტოფილის უხვი მოსავალით გამოირჩევა. წინასწარი საპროგნოზო მონაცემებით, წელს ქვეყანაში კარტოფილის 30 000-დან 40 000 ტონამდე მოსავალს ელოდებიან. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა, მარნეულის მუნიციპალიტეტში საადრეო კარტოფილის ტრანსპორტირება/რეალიზაციასთან დაკავშირებული ლოგისტიკური საკითხები უკვე განიხილეს.
ამასთან, უწყებაში აცხადებენ, რომ მოსავლის რეალიზაციის პრობლემა არცერთ ფერმერს არ შეექმნება. თავის მხრივ ფერმერები ამბობენ, რომ მათ სურთ ადგილობრივი კარტოფილის წარმოება კიდევ უფრო მეტად გაზარდონ, რაც შეამცირებს ქვეყანაში იმპორიტრებული კარტოფილის წილს.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს საქართველოში 2 მილიონ 439 ათას 400 დოლარის კარტოფილი შემოვიდა. იმპორტიორ ქვეყნებს შორის ლიდერობს აზერბაიჯანი, მეორე პოზიციაზეა თურქეთი, მას მოსდევს გერმანია და პაკისტანი.