2018 წლის რთველის ფარგლებში საქართველოში მთლიანად 230 ათას ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა და მოსახლეობამ 300 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის შეფასებით, წელს რთველის ფარგლებში მიღებული, გადამუშავეული მოსავლის და ქართული ღვინის ექსპორტის რეკორდული მონაცემები დაფიქსირდა. კერძოდ, მინისტრის განცხადებით, 2018 წლის დასასრულს 90 მილიონზე მეტი ბოთლი ღვინის ექსპორტი იგეგმება.
ამასთან, სამინისტროს ცნობით, წელს მევენახეებისგან ყურძნის მიღებისა და გადამუშავების პროცესში, სხვადასხვა ეტაპზე, 280-ზე მეტი კერძო კომპანია იყო ჩართული. ხოლო ყურძენი ღვინის საწარმოებს 22 ათასმა მევენახემ ჩააბარა.