წელს პირველად, გურჯაანი ქართული ყველისა და კულინარიის ფესტივალს მასპინძლობს. ღონისძიება აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციას და რეგიონში კულინარიის, როგორც დარგის განვითარებას ისახავს მიზნად. ფესტივალის სტუმრებს საშუალება აქვთ დააგემოვნონ და შეეიძინონ 50-ზე მეტი სახეობის ქართული ყველი და ყველისგან წარმოებული პროდუქტი, ასევე ქართული ღვინო, ნუგბარი და სხვადასხვა ადგილობრივი წარმოების პროდუქცია. ფესტივალის ფარგლებში, იმართება სხვადასხვა გასართობი აქტივობა ბავშვებისთვის, თემატური ფოტოების და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა. სტუმრების საზეიმო განწყობზე ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები და მომღერლები ზრუნავენ.