სტატისტიკის თანახმად, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდმა გამოაქვეყნა: კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 2 მილიონი ბავშვი შიმშილის ზღვარზეა. ეთნიკურ ნიადაგზე შეიარაღებული დაპირისპირების ფონზე, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ჰუმანიტარული კრიზისი მძვინვარებს. ამ ყველაფერს თან პოლიტიკური კრიზისიც ერთვის.
შეტაკებების შედეგად ქვეყანაში 2016 წელს რამდენიმე ასეული სოფელი განადგურდა. მსოფლიო მასშტაბით, ყოველწლიურად 9 მილიონამდე ადამიანი შიმშილით იღუპება, მათ შორის 3 მილიონი მცირეწლოვანი ან მოზარდია.გაეროს მონაცემებით, ევროპასა და ცენტრალურ აზიაში 14,3 მილიონი ადამიანი საკმარის საკვებს ვერ იღებს.დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო განვითარების მიმართულებით სახელმწიფო მდივანი პერი მორდაუნტი მიიჩნევს, რომ 2018 წელს მსოფლიოს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური ჰუმანიტარული კრიზისი ელოდება.