წლიდან წლამდე რთველის მასშტაბი იზრდება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, წელს კახეთის რეგიონში ჭარბ, 250 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან, რამაც შესაძლოა თავისუფალ ბაზარზე ყურძენზე, მეწარმეების მხრიდან, მოთხოვნის შემცირება გამოიწვიოს. არსებული მოცემულობის დადგომის შემთხვევაში, ღვინის ეროვნული სააგენტო მობილიზებულია, რათა მევენახეებს ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ შეექმნათ.
ამასთან, სოფლის მეურნეობის სამინსიტროს ინფორმაციით, მევენახეობა-მეღვინეობის დარგი გაძლიერებულია და ის, როგორც გასულ წელს, სუბსიდიის ფორმით მხარდაჭერას აღარ საჭიროებს. უწყების ინფორმაციით, ასევე გაზრდილია ექსპორტის მოცულობა. საექსპორტო ბაზრები კი დივერსიფიცირებულია.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, რთველის პროცესში ჩართული იყო 200-ზე მეტი კომპანია, რომელიც ორგანზიებულად იბარებდა ყურძენს. მიმდინარე წელს კი, გაცილებით მეტი კომპანია ჩაერთვება რთველის პროცესში.