წელს, ღვინის საწარმოებში ჩაბარებული ყველა ჯიშის ყურძნის აღრიცხვა მოხდება. უფრო კონკრეტულად კი, მიმდინარე წელს, რთველის ფარგლებში, ,,ქინძმარაულის“, ,,ახაშენის“, ,,მუკუზანის“ და ,,ყვარლის“ მიკროზონების ყურძნის საწარმოებში ჩაბარება მხოლოდ ვენახების კადასტრის აინაწერის საფუძველზე მოხდება. ღვინის ხარისხის უზრუნველყოფისთვის, აღნიშნული მიკროზონებიდამ ჩასაბარებელი ყურძნის რაოდენობა, ღვინის მწარმოებელი სხვა ქვეყნების გამოცდილების მსგავსად, 1 ჰექტრიდან არაუმეტეს 10 ტონით განისაზღვრა. 10 ტონაზე მეტი რაოდენობის და კადასტრის ამონანაწერის გარეშე ჩასაბარებელი ყურძენი კი შეფასდება როგორც ჯიშური ღვინის საფერავის მასალა. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, მხოლოდ საფერავის ჯიშის ყურძნის აღრიცხვა ხორციელდებოდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამბობენ, რომ წელს ყურძნის კარგ მოსავალს ელოდბიან როგორც ხარისხობრივი, ასევე რაოდენობრივი კუთხით.