"წელს ფერმერებს ატმის რეალიზაციის პრობლემა არ შეექმნებათ" - ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ავრცელებს. უწყების ცნობით, უკვე შექმნა სამუშაო ჯგუფი,რომელიც უზრუნველყოფს ატმის მოსავალზე ინფორმაციის მოპოვებას, სისტემატიზაციას, მოსავლის დროულად აღების, ჩაბარებისა და რეალიზაციის ხელშეწყობას, ასევე ფერმერებისა და ატმის რეალიზატორების ერთმანეთთან დაკავშირებას. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, რომ წელს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ატმის ექსპორტის ხელშეწყობას. ამ მიზნით, ექსპორტიორებისთვის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელდება ყველა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა. აღნიშნულ პროცესში ჩართული იქნებია ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები.