მიმდინარე წელს ექსპლუატაციაში 6 ჰესი შევიდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდ ინფორმაციით, წლის ბოლომდე დამატებით 3 ჰიდროელექტროსადგური შევა ექსპლუატაციაში.
"2020 წელს ექსპლუატაციაში შევიდა ექვსი ჰესი, სულ ჯამური დადგმული სიმძლავრით 27,47 მგვტ. ამასთან, წლის ბოლომდე იგეგმება სამი ჰესის ექსპლუატაციაში შესვლა, ჯამური დადგმული სიმძლავრით 3,72 მგვტ" - აღნიშნავენ ეკონომიკის სამინისტროში.