მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებში შტორმებისა და წყალდიდობების შედეგად ინფრასტრუქტურაზე მიყენებული ზარალი მილიარდ 200 მილიონი დოლარი შეადგინა. სააგენტო Associated Press-ი, სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალში აღრიცხავს საავტომობილო გზებისადმი, კომუნალური მომსახურების სააგენტოებისადმი, ჰიდროტექნიკური ნაგებობებისადმი, სახელმწიფო შენობებისადმი და საზოგადოებრივი პარკებისათვის მიყენებულ ზარალს.
იმის გამო, რომ ცალკეულ შტატებს ზარალის დათვლა ამ დრომდე არ დაუსრულებიათ აღნიშნული ციფრი შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს.