04:43
30 ივნისი, 2022, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
წელს აფხაზეთმა საქართველოს დანარჩენ რეგიონებზე 33%-ით მეტი ელექტროენერგია მოიხმარა
22-06-2022

საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-მაისში ოკუპირებულ აფხაზეთში 1,505 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია მოიხმარეს, რაც საქართველოს დანარჩენ რეგიონებში მცხოვრებლების მიერ მოხმარებულ ელექტროენერგიაზე 33%-ით მეტია. აფხაზეთის მოხმარება 85%-ით მეტია თბილისის მოხმარებაზეც.

ამასთან, მიმდინარე წელს 9%-ითაა გაზრდილი აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგების მთავარი წყაროები ენგურის და ვარდნილის ჰესები, ასევე რუსეთიდან იმპორტია. სიტყვიერი შეთანხმების შესაბამისად, ენგურჰესის გამომუშავების 40% სწორედ აფხაზეთში მიდის, თუმცა, მიწოდებული ელექტროენერგია, ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარების კრიზისის გამო, ამ ნიშნულს ხშირად აჭარბებდა.

რაც შეეხება იმპორტს, 2022 წლის იანვარ-მაისში რუსეთიდან აფხაზეთს 652 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია მიეწოდა, რომლის ტრანზიტიც საქართველომ უზრუნველყო.

ცნობისთვის, 2022 წლის 5 თვეში საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარებამ 6,480 მლნ კვტ.სთ შეადგინა, გამომუშავება 5.578 მლნ კვტ.სთ, იმპორტი 1,174 მლნ კვტ.სთ, ხოლო ექსპორტი 272 მლნ კვტ.სთ იყო.

AutoPlay
Michelin, KONE და Whirlpool რუსეთს ტოვებენ
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
''გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო'' შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
USAID - ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა საქართველოში, განახლებადი ენერგიის ინვესტიციების შესახებ
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
5 თვეში სახელმწიფო ბიუჯეტის დაბეგვრიდან მიღებული შემოსავლები 1,519 მილიარდი ლარით გაეზარდა
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
უკრაინა SWIFT-ისგან „გაზპრომბანკის“ გათიშვას მოითხოვს
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
გერმანიის ვიცე-კანცლერი - გაზის დეფიციტმა შეიძლება ევროპაში მძიმე ეკონომიკური კრიზისი გამოიწვიოს
გამოქვეყნდა 20 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები