საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ყბის ძვლის მოტეხილობით სამედიცინო ცენტრ ,,გორმედშია" მოთავსებული. არსებული ინფორმაციით პატრულ-ინსპექტორს, რომელიც გორის ერთ-ერთ რესტორანში ახლობლებთან ერთად იმყოფებოდა, ფიზიკური დაპირისპირება გვერდზე სუფრაზე მყოფ მოქალაქესთან მოუხდა. ამის მიზეზი სავარაუდოდ პირადი ანგარიშსწორება გახდა, რომელიც წარსულში მომხდარ ფაქტს უკავშირდება. კერძოდ, თვითმხილველები ყვებიან, რომ მოქალაქე პოლიციელს წარსულში ჯარიმის გამოწერის გამო გაუსწორდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ხულიგნობას გულისხმობს. "გორმედის" ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის მერაბ მაისურაძის თქმით პოლიციის თანამშრომელს ოპერაცია გაუკეთდა და მისი მდგომარეობა სტაბილურია. სტაციონარიდან გაწერის მიზანშეწონილობაზე კი ექიმები დღეს იმსჯელებენ.