"ცეკვა თავისუფლებისთვის", - ამ სახელწოდებით პარლამენტის შენობასთან აქცია გრძელდება. სცენაზე სპეციალური აპარატურა დამონტაჟდა, სადაც დიჯეები უკრავენ. შეკრებილები საკუთარ პროტესტს ცეკვით გამოხატავენ. როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, პარლამენტის წინ უკრავენ “ლეიბლ გიგლინგის” დიჯეები ვრილი, ათექი და დასტინი, რომლებსაც კლუბებში უნდა დაეკრათ. აქცია ჩატარებულ სპეცოპრაცაიას უკავშირდება, რომელიც კლუბ „ბასიანსა" და „გალერიში" ჩატარდა.