ის რომ საღეჭი რეზინი კბილებისთვის სასარგებლოა, არ ნიშნავს, რომ მას არ აქვს უარყოფითი მხარეები. ძველი დროიდან საღეჭი რეზინის დასამზადებლად ბუნებრივი ბაზა და ინგრედიენტები გამოიყენებოდა, მას შემდეგ, რაც საღეჭ რეზინზე მსოლიოში მოთხოვნა ძალიან გაიზარდა, ბევრმა მწარმოებელმა მის შემადგენლობაში ნატურალური ინგრედიენტები, არანატურალურით ჩაანაცვლეს. ელასტომერი საღეჭი რეზინის ერთერთი შემადგენელი ნაწილია, ის პროდუქტის წელვადობას უზრუნველყოფს. ელასტომერი სხვადასხვა მასალისგან, ხშირ შემთხვევაში თხევადი ნავთობისგან, წებოსგან, საბურავების დასამზადებელი მასალისგან მიიღება. ასევე აქტიურად გამოიყენება სინთეტიკური კაუჩუკი, რომელსაც პოლიმერებისგან ამზადებენ. პოლიმერები უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე, ის ნერვულ სისტემას აზიანებს.