01:57
20 ოქტომბერი, 2020, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ამბები
ცაციები ბევრად უფრო სწრაფად ფიქრობენ
24-01-2017

ცაციები განსხვავებულად ფიქრობენ. ე.წ. "მემარცხენეები" დედამიწის მოსახლეობის 10-15% შეადგენენ და ისინი ოდითგანვე განსხვავებულებად მიიჩნეოდნენ. თუმცა, სხვადასხვა კვლევებმა საპირისპირო დაამტკიცეს და გარკვეული პერიოდი ცაციობა ფსიქოლოგიურ თუ ფიზიკურ ნაკლად აღარ ითვლებოდა. ამერიკელი ექსპერტების უახლესმა კვლევამ კი დაამტკიცა, რომ „მემარცხენეობა“ სინამდვილეში დიდი უპირატესობაა. აღმოჩნდა, რომ ასეთი ადამიანები ბევრად უფრო სწრაფად ფიქრობენ, რადგან მათი ტვინის ორივე ნახევარსფერო ერთნაირად ეფექტურად მუშაობს. ეს კი მათ გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებაში ეხმარება. აღსანიშნავია, რომ ხშირ შემთხვევაში მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება ძალიან რადიკალური და ჩამოყალიბებული წესების საწინააღმდეგოა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები