წარმოიდგინეთ, ჩემს თანამშრომელს არც ჩავხუტებივარ, არც გადამიკოცნია, უბრალოდ ჩემთან ერთად იჯდა მაგიდასთან და მაინც გადამედო - ნიკოლოზ გამყრელიძე - Palitra News

წარმოიდგინეთ, ჩემს თანამშრომელს არც ჩავხუტებივარ, არც გადამიკოცნია, უბრალოდ ჩემთან ერთად იჯდა მაგიდასთან და მაინც გადამედო - ნიკოლოზ გამყრელიძე

2020-04-04 14:48:17+04:00

წარმოიდგინეთ, მე ჩემს თანამშრომელს არც ჩავხუტებივარ, არც გადამიკოცნია და არაფერი. ის თანამშრომელი უბრალოდ ჩემთან ერთად იჯდა მაგიდასთან და მაინც გადამედო. ანუ ეს ვირუსი ძალიან მარტივად გადამდებია, - ამის შესახებ ამირან გამყრელიძის შვილმა, სამედიცინო კორპორაცია „ევექსის” მმართველი „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის” (GHG) დირექტორმა ნიკოლოზ გამყრელიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. მისივე განცხადებით, კორონავირუსი ახალგაზრდა და ჯანმრთელი ორგანიზმებისთვის ნაკლებად საშიშია, თუმცა შეიძლება სავალალო იყოს ასაკში მყოფებისთვის ან ახალგაზრდებისთვისაც, თუ მათ ქრონიკული დაავადებები აღენიშნებათ.