წარმოდგენილი კანონპროექტით, იქნება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, გარემოს დაცვის სამინისტროს შეერთება არ ხდება სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, არამედ გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთიანდება სოფლის მეურნეობის სამინისტრო. რაც შეეხება იმას, თუ რა თანხების ოპტიმიზაციაზეა საუბარია ამ გაერთიანებით, მინისტრის განცხადებით, მთავრობის თვითმიზანი ადამიანების სამსახურიდან გაშვება არ არის, თუმცა ოპტიმიზაცია კადრებისა და თანხების კუთხითაც მოხდება.