ხშირად გვსმენია, რომ ქართული ფეხბურთის განვითარების გზა მაღალი დონის საბავშვო აკადემიებსა და ახალი ტიპის საკლუბო მენეჯერებზე გადის. sportall.ge-ს მკითხველებს ამ მიმართულებით ერთ საინტერესო ადამიანს, ანა წერეთელს გავაცნობთ, რომელიც ერთგვარად სტერეოტიპებსაც ანგრევს - ჩვენს ქვეყანაში რომ სპორტული ფუნქციონერი ქალები ნაკლებად არიან. დანარჩენს კი ინტერვიუდან გაიგებთ...- ქართველ ქალებს სპორტის მენეჯმენტში იშვიათად ვაწყდებით, თქვენ კი უკვე "ინტერის აკადემიის" დირექტორი ხართ. როგორ მიიღეთ ეს გამოწვევა და რამდენად მოგწონთ?- "ინტერის აკადემიის" საქართველოში გახსნა ჩემი დიდი სურვილი იყო. როგორც ცნობილია, სერია "ა"-ში ის საუკეთესოა. პირადი
კონტაქტებით, მილანში დავუკავშირდი მათ ხელმძღვანელობას და დავითანხმე, საქართველოში, თბილისში - "ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის" ბაზაზე აკადემია გაგვეხსნა. "ინტერის" ლიცენზია გვაქვს საქართველოს მასშტაბით და ვგეგმავთ რეგიონებში გაფართოებას. ძალიან მიყვარს და მომწონს ჩემი საქმიანობა, არ ვზოგავ ენერგიას.- ფეხბურთი თქვენთან დიდი დოზითაა. ქუთაისის "ტორპედოს" სამეთვალყურეო საბჭოში ხართ და "ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში" სპორტის მიმართულებით მოღვაწეობთ. რამდენად ახერხებთ ძალების გადანაწილებას და თქვენი ამ საქმიანობებისადმი დამოკიდებულებებზე რომ გვიამბოთ?- ძალების გადანაწილებას თავისუფლად ვახერხებ. ეს ის სფეროა, სადაც თავს ყველაზე კარგად ვგრძნობ. ქუთაისის "ტორპედოს“ ყველა თამაშზე დავდივარ.დანარჩენ დროს "ინტერის აკადემიის" ფორმირებაში ვატარებ. თებერვლიდან ვიწყებთ 12-დან 15 წლამდე მოზარდების შერჩევას - შუა რიცხვებში ჩამოდის აკადემიის მწვრთნელი, რომელიც თბილისში იცხოვრებს და ჩვენს აკადემიას უხელმძღვანელებს. შევარჩიეთ 12 ქართველი სპეციალისტი, რომლებმაც გაიარეს გადამზადება და იტალიური სისტემით, მათივე მეთვალყურეობის ქვეშ ავარჯიშებენ ქართველ და უცხოელ ბავშვებს.
იხილეთ ინტერვიუ სრულად SPORTALL.GE-ზე