ქვეყნის ისტორიაში არის წამი, რომელიც ყველაფერს ცვლის. ამ წამმა ჩვენი მომავლის ისტორია დაწერა. 30 წელია ჩვენი რეალობა ჩვენს თავისუფლებაზე დგას. ვირჩევთ პროფესიებს, ცხოვრების თანამგზავრებს, გასავლელ გზას, რამ გაგვიტაცოს და ჩვენი იდენტობა ამ 30 წლიან თავისუფლებაში ცხოვრობს. ვფიცავთ, არ დავივიწყოთ წამი, როცა ეს თავისუფლება გვერგო, როცა ეს თავისუფლება ჩვენთვის მოიპოვეს - ამ მინაწერით გამოქვეყნდა ვიდეო, ფეისბუქ გვერდზე "მადლობა თავისუფლებისთვის".ნ "მადლობა თავისუფლებისთვის!" - ახალგაზრდების მიერ წამოწყებული კამპანიაა, რომელიც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით მომზადდა. კამპანიის ფარგლებში გამოქვეყნდა რამდენიმე ისტორია 9 აპრილის გმირების შესახებ და ასევე, ძალიან ემოციური მოკლე ვიდეო, რომელსაც ახლა უყურებთ.