წალენჯიხის მერმა გია ხარჩილავამ, რომელიც საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების გრძელვადიანი ხედვის პრეზენტაციას მართავს, მანიფესტს - "წალენჯიხის თავისუფლების ქარტია" მოაწერა ხელი. მანიფესტი მოქალაქეთა თანამონაწილეობის საზოგადოებრივი მექანიზმს გულისხმობს.
როგორც ხარჩილავამ პრეზენტაციაზე განაცხადა, ქარტიაში ასახულია ყველა ის მიდგომა, რაც მათ ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებასთან დაკავშირებით აქვთ.