წალენჯიხიდან დაწყებული ცვლილებები ერთხელ უკვე გახდა გამარჯვებისა და ცვლილების მომტანი მთელ ქვეყანაში, "ვარდების რევოლუციის" პერიოდს ვგულისხმობ, - ამის შესახებ "პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმის“ ეთერში წალენჯიხის არჩეულმა მერმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გია ხარჩილავამ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, წალენჯიხა ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი იდეოლოგიური ფრონტი ყოველთვის იყო.