წალენჯიხის რაიონის სოფელ ჭალეში მცხოვრები 5 ოჯახი მათ ეზოებზე მაღალი ძაბვის გადამცემი ელექტროხაზების მშენებლობას აპროტესტებს. ადგლობრივების მტკიცებით, კომპანია „ტრანსელექტრიკა“ მათი საცხოვრებელი სახლებიდან 3-4 მეტრის დაშორებით აპირებს გაიყვანოს ელეტქროგადამცემი ხაზები, რაც უკანონობაა. აქციის მონაწილეების თქმით, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი, რომელიც თავის დროზე მფლობელმა საპატრიარქოს აჩუქა, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ მშენებელ კომპანიას იჯარით გადასცა და სწორედ ამ სახლის ეზოში შენდება ელკექტრობოძი, საიდანაც ხაზი მათ ეზოებზე გაივლის.