წალენჯიხაში ორი დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო დაილუქა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფლებში - მუჟავასა და ჭალეში, მოქალაქეების საცხოვრებელ ეზოებში, ლენტური ტიპის სახერხი დანადგარები ჰქონდათ. დანაშაული სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავს, შესაბამისად მასალები, შინაგან საქმეთა სამინიტროში გადაიგზავნება.