გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა წალენჯიხაში ჩაის მწარმოებელ ფერმრებთან შეხვედრა გამართა. მან სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის მოადილესთან ერთად ჩაის რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში რეაბილიტირებული პლანტაციები დაათვალიერა.
ფერმერებთან შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის აგროსაინჟინრო კვლევის სამსახურმა ჩაის მოვლა-მოყვანისთვის განკუთვნილი კომბინირებული აგრერატი წარმოადგინა, რომლის საცდელი ნიმუშის გამოცდა წალენჯიის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.