ცალ-ცალკე მოლაპარაკება „ქართულ ოცნებასთან“ და ისეთი შედეგის მიღწევა, რომელსაც არ გაიზიარებს ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა, კონტრპროდუქტიული იქნება,- ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ელჩების გარეშე „ლელოსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის არანაირი შეხვედრა არ ყოფილა და შეთანხმება კონსენსუსის საფუძველზე უნდა მოხდეს.