ძლიერი წვიმის შედეგად ურეკში შვიდი ხე წაიქცა, რის შედეგადაც ორი მსუბუქი ავტომობილი დაზიანდა. როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურში აცხადებენ წვიმის შედეგად ურეკში რამდენიმე სახლიც დაიტბორა, თუმცა სპეციალური სამსახურები ადგილზე არიან მობილიზებული და გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებენ. უწყების ცნობით, სტიქიამ ცენტრალურ გზებზე განათების ბოძები და ინფრასტრუქტურა დააზიანა, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეწყვეტილი იყო. ამ დროისთვის ურეკის ცენტრალურ გზაზე მოძრაობა უკვე აღდგენილია. გზა დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში იყო გადაკეტილი. გზები ხეებისგან სპეციალურმა სამსახურებმა გაწმინდეს. ურეკში, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია დღისით გახდება ცნობილი.