წაღვერში ხანძრის ქრობის პროცესი ავიაციამ დილიდან განაახლა. ამ დროისთვის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებზე 2 ქართული და 1 აზერბაიჯანული ვერტმფრენი მუშაობს. უახლოეს წუთებში ცეცხლის ქრობის პროცესში 2 თურქული ვერტმფრენიც ჩაერთვება, რომელიც საქართველოში გუშინ ჩამოფრინდა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდნენ ადგილზე მობილიზებული მეხანძრე-მაშველები. ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკაც.
როგორც შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, ხანძრის ყველა კერასთან მძიმე ტექნიკის საშუალებით გზები გაყვანილია და ცეცხლის ქრობის პროცესი ინტენსიურად გრძელდება.