ცაგერის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ეკომიგრანტებთან შეხვედრა გაიმართა. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს განსახლებისა და და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ეკომიგრანტ ოჯახებს უსაფრთხო გარემოში საცხოვრებლით უზრუნველყოფს. ამასთან, მცირე გრანტების საშუალებით ხელს უწყობს მათ დასაქმებას.