ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი არჩილ ნიკოლეიშვილი იმერეთის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, წაბლნარ კორომებში დაავადების წინააღმდეგ ბიოლოგიური ბრძოლის მეთოდის გამოცდა მიმდინარეობს ტერიტორიაზე, გასული წლიდან მიმდინარეობდა სატყეო-პათოლოგიურ შესწავლა, ასევე განხორციელდა ლაბორატორიული კვლევებიც. გამოყვანილ შტამებს დაავადებულ წაბლნარ კორომებში წინასწარ მომზადებულ ფართობებზე განათავსებენ.
ღონისძიება სააგენტოს არსებობის ისტორიაში პირველად ხორციელდება და მნიშვნელოვანია, რომ დაავადების წინააღმდეგ ბიოლოგიური ბრძოლა ისეთივე ეფექტურ შედეგს მოგვცემს, როგორც ეს ევროპულ ქვეყნებში მიიღეს. ხმობის პრობლემა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ბოლოს გამოვლინდა, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში. მაშინდელი მკვლევარების თანახმად ხმობა გამოწვეული იყო ე.წ „მელნისებრი ავადმყოფობით“.
დღეისათვის დადგენილი ხმობის გამომწვევია წაბლის ქერქის კიბოა.