ნიუ-იორკის შტატის ქალაქ ნიუ-როშელში ტრამპის კუთვნილი Trump Plaza-ს შენობაში "მერსედესის" მარკის მანქანა შევარდა. შედეგად დაშავდა სამი ადამიანი. ადგილზე პოლიცია და საგანგებო სიტუაციების სამსახური მივიდა. მანქანის შევარდნის მიზეზი უცნობია.
გამოძიება მომხდარზე უკვე დაიწყეს. წინასწარი ვერსიით, მძღოლმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა. უცნობია, მძღოლი ნარკოტიკების ან ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო თუ არა.
შემთხვევა ადგილობრივი დროით, სამშაბათს საღამოს მოხდა.