Trump Park Avenue-ი საუდის არაბეთის პრინცზე სარჩელს ქირის გადაუხდელობის გამო შეიტანს. საუბარია, მილიონ 800 ათას დოლარზე, რომელიც პენტჰაუსის დაქირავებისთვის პრინცმა არ გადაიხადა. როგორც ექვსგვერდიან საჩივარშია აღნიშნული, კომპანია, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის "ქოლგის" ქვეშ მოიაზრება, არაბეთის პრინც ფაისალ ბინ აბდულ მაჯიდ ბინ აბდულ აზიზ ალ საუდს მანჰეტენის სასამართლოში უჩივლებს. როგორც გაირკვა პრინცმა ქირის გადახდა 2017 წლის იანვარში შეწყვიტა, არადა პენტჰაუსი 2019 წლის ივნისამდე აქვს დაქირავებული.