ისლანდია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცივი ქვეყანაა. იგი ატლანტიკის ოკეანის უკიდურეს ჩრდილოეთში მდებარეობს. ზაფხულობითაც კი აქ ტემპერატურა იშვიათად თუ ცილდება 20 გრადუსიან ნიშნულს. თუმცა, ამის მიუხედავად, რეიკიავიკის ქუჩები ზამთარშიც კი სავსეა ხალხით. ქალაქის მაცხოვრებლებსა და სტუმრებს სულაც არ ეშინიათ ქუჩაში გაყინვის. ამის მიზეზი კი, ბუნებრივი გათბობის სისტემის მქონე ტროტუარებია, სადაც ცხელი წყალი თერმული წყაროებიდან მიედინება, რომლებითაც ისლანდია საკმაოდ განთქმულია. აღსანიშნავია, რომ თერმული წყლები მთელი ქვეყნისთვის წარმოადგენენ ენერგიის წყაროს, მათი მეშვეობით ელექტროსადგურებში ელექტროენერგია წარმოიქმნება.