2018 წელს ყველაზე პოპულარული ღირშესანიშნაობა რომის კოლიზეუმი გახდა. ამის შესახებ TripAdvisor-ი (ტრიპ ედვიზორი) ტურისტების ჯავშნების მიხედვით წერს. კოლიზეუმს მოჰყვება - ვატიკანი, მე-3 ადგილზეა - ნიუ-იორკის თავისუფლების ქანდაკება; მე-4 და მე-5 პოზიციებს კი ლუვრი და ეიფელის კოშკი ინაწილებენ. ათეულში ასევე მოხვდნენ ბარსელონას ბაზილიკა საგრადა ლა ფამილია, სან-ფრანცისკოს ხიდი ოქროს კარიბჭე, ბრიტანული სტოუნჰეჯი, ვერსალის სასახლე და ვენეციის არხი გრანდე.