სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას ახალი სამართალდარღვევა განისაზღვრება. აღნიშნულის შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტშია აღნიშნული, რომლის ინიცირებაც პარლამენტში უახლოეს მომავალში იგეგმება.
კერძოდ, პროექტის თანახმად, ახალ სამართალდარღვევად განისაზღვრა სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ წინასწარი შეცნობით მკვეთრი მანევრი, რასაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების მოცურება, რაც ითვალისწინებს ჯარიმას 500 ლარის ოდენობით.
ასევე, მკვეთრ მანევრი, რომელსაც მოყვება სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, პასუხისმგებლობის ზომად - 750 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.