აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვეტო დაადო კონგრესის რეზოლუციას, რომლის მიხედვითაც, იემენში მიმდინარე ომში აშშ-ის მონაწილეობა უნდა დასრულებულიყო. თუმცა, თეთრი სახლის ლიდერმა უარი თქვა აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე. ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც ტრამპმა ვეტოს უფლება გამოიყენა მას შემდეგ რაც იგი პრეზიდენტი გახდა.
შეგახსენებთ, იემენში სამოქალაქო ომი უკვე 4 წელია მიმდინარეობს. საუდის არაბეთი და აშშ-ის ძალები იემენის სამთავრობო ძალებს ჰუსიტი ამბოხებულების წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარება. ქვეყანაში შექმნილი საომარი სიტუაციის გამო მოსახლეობა შიმშილის ზღვარზეა.