ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ამერიკა კედელს კოლორადოში აშენებს. ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.
"ჩვენ ვაშენებთ კედელს ნიუ – მექსიკოს საზღვარზე, კედელს კოლორადოში. ეს მშვენიერი კედელია. დიდი, რომელიც ნამდვილად მუშაობს - მასზე ვერავინ გადაძვრება და ვერც ქვემოდან გაძვრება", - თქვა ტრამპმა პიტბურგის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას. მისივე თქმით, შეერთებული შტატები კედელს ტექსასშიც აშენებს.
მოგვიანებით, ტრამპის განცხადებას კოლორადოს გუბერნატორი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კოლორადო მექსიკას არ ესაზღვრება.
"კარგია, რომ კოლორადოში უფასო საბავშვო ბაღებია, სადაც ბავშვები შეძლებენ შეისწავლონ საბაზისო გეოგრაფია", -წერს ჯარედ პოლისი.
შეგახსენებთ, შეერთებული შტატები პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებით, მექსიკის საზღვართან კედელს აშენებს, რათა შეაჩეროს მიგრანტთა დინება ამერიკის ტერიტორიაზე.