აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფლორიდაში მდებარე თავის გოლფის კომპლექსში „დიდი შვიდიანის“ სამიტის მასპინძლობა გადაიფიქრა. ამის მიზეზი დემოკრატების კრიტიკა გახდა, მათ განაცხადეს რომ ტრამპს თავის საკუთრებაში მსოფლიო დონის ღონისძიების გამართვა პირადი ინტერესების გამო სურდა.
"ვფიქრობდი რომ ჩემს კომპლექსში ამ ღონისძიების მასპინძლობით კარგ საქმეს ვაკეთებდი. მედია და დემოკრატები შეიშალნენ", - დაწერა ტრამპმა ტვიტერზე.
შეგახსენებთ, თეთრ სახლში დიდი შვიდეულის სამიტის ტრამპის გოლფის კომპლექსში გამართვის შესახებ გასულ კვირას განაცხადეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ აღნიშნა რომ ტრამპი ამ ღონისძიებიდან სარგებლის მიღებას არ აპირებდა, თუმცა, დემოკრატებმა ამის შესახებ არ დაიჯერეს. "დიდი შვიდეულის" სამიტი მომავალი წლის ივნისში გაიმართება.