ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთთან მიმდინარე სავაჭრო საკითხებში პოზიცია შეარბილა. საქმე ეხება პეკინის მხრიდან შესაძლო კომერციული კიბერჯაშუშობის საკითხს. როგორც Financial Times-ი წერს, ტრამპმა ამ გზით შეარბილა ვაშინგტონის ადმინისტრაციის პოზიცია, რის შედეგადაც პეკინისგან საპასუხო ნაბიჯად მისთვის მისაღებ წინადადებას მიიღებს, რომელიც ამ პრობლემის დარეგულირებას შეუწყობს ხელს.
შეგახსენებთ, რომ 30 აპრილს პეკინში შეერთებული შტატებისა და ჩინეთის სავაჭრო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დაიწყო. როგორც ცნობილია, რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ მხარეეები შეთანხმებისკენ მიდიან, თუმცა გარკვეულ საკითხებზე წინააღმდეგობები პოზიციებს შორის კვლავ არსებობს. როგორც სააგენტო Bloomberg-ი წერს, დონალდ ტრამპი და ჩინეთის ლიდერი სი ძიანპინი საბოლოო ხელშეკრულებას სავაჭრო საკითხებში მაისში იაპონიაში დაგეგმილ სამიტზე მოაწერენ ხელს.