ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთიდან იმპორტირებულ პროდუქციაზე ტარიფები გაზარდა ამჯერად დაჩქარების მიზეზი ჩინეთის მხრიდან ამერიკულ ავტომობილებზე და ავტონაწილებზე დაწესებული საბაჟო ტარიფები გახდა, რომელიც 75 მილიარდი დოლარის პროდუქციას შეეხო.
ტრამპმა კიდევ ერთხელ ისაუბრა ჩინეთის არაკეთილსინდისიერებაზე სავაჭრო საკითხებში, მათი მხრიდან ინტელექტუალური საკუთრების ქურდობაზე და შედეგად ამერიკული ინტერესების და ეკონომიკის დაზიანებაში. ამ ყველაფერში კი წინა პრეზიდენტები დაადანაშაულა.
ტრამპმა ამერიკულ კომპანიებს მოუწოდა იპოვონ წარმოების ალტერნატიული წყაროები ან ამერიკული პროდუქციის წარმოება შტატებში დააბრუნონ.