ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2018 წელს 479 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ქვეყნის ხელმძღვანელის ყოველწლიური ფინანსური ამონაწერი, დამოუკიდებელმა სახელმწიფო სტრუქტურამ - სახელისუფლებო ეთიკის მართვამ, გაავრცელა.
წინასაარჩევნო კამპანიის დროს 2016 წელს მან პირობა დადო, რომ გამოაქვეყნებდა საგადასახადო დეკლარაციებს, რომელიც უფრო მეტ ინფორმაციას შეიცავს, ვიდრე ამონაწერები, თუმცა, ეს არ გაუკეთებია. ტრამპი ამას ბიზნესის შემოწმებებით ხსნის. ის ხაზს უსვამს, რომ მისი ადვოკატები აღნიშნული მონაცემების გასაჯაროებას არ ურჩევენ.
ცნობისთვის, ტრამპს აქამდე არაერთხელ უთქვამს, რომ მისი ქონება 10 მილიარდ დოლარს აღემატება.