აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენლები დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის მეორე შეხვედრის შესაძლებლობას განიხილავენ, რომელიც ვიეტნამის დედაქალაქში ხანოიში უნდა გაიმართოს. ამის შესახებ სააგენტო "ბლუმბერგი" იუწყება. არსებული ინფორმაციით, ამერიკისა და ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენლებმა ხანოიში შეხვედრა გამართეს დაორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრის დეტალები განიხილეს. ასევე შეხვედრის ალტერნატიულ ვარიანტებად განიხილება ინდონეზია და მონღოლეთი. ამასთან, გუშინ დონალდ ტრამპმა შეხვედრასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაადასტურა. შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპის და კიმ ჩენ ინის პირველი შეხვედრა გასული წლის 2 ივლისს სინგაპურში შედგა. სწორედ ამის შემდეგ ოფიციალურმა ფხენიანმა კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების განხორციელებაზე მზადყოფნა გამოთქვა.