აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი 2020 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მასთან ერთად იბრძოლებს, - ამის შესახებ სააგენტო "როიტერსი" იუწყება.
ტრამპი მაიკ პენსს ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელებს.
"ძალიან მიხარია მაიკ პენსის გამო", - განაცხადა ტრამპმა.
პროფესიით იურისტ მაიკ პენსს ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის პოსტი 2017 წლიდან უკავია. ის 2013-2017 წლებში ინდიანას 50-ე გუბერნატორი იყო. პენსი 2001-2013 წლებში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრიც იყო.