17:42
20 თებერვალი, 2020, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
"ჩვენ ის გამოვააშკარავეთ" - ტრამპმა ყასემ სოლეიმანზე თავდასხმის კიდევ ერთი მოტივი დაასახელა 
10-01-2020

 

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი ამერიკის საელჩოს აფეთქებას გეგმავდა. მოგვიანებით, მან ასევე აღნიშნა, რომ სოლემანი აპირებდა საფრთხე შეექმნა საზღვარგარეთ ყველა ამერიკული საელჩოსთვის.

"ჩვენ დავიჭირეთ ეს დიდი მონსტრი. ჩვენ ის გამოვააშკარავეთ. ეს დიდი ხნით ადრე უნდა მომხდარიყო. ჩვენ ეს იმიტომ გავაკეთეთ, რომ ის აპირებდა ჩვენი საელჩო აეფეთქებინა. ჩვენ ეს სხვა აშკარა მიზეზებითაც გავაკეთეთ", - დასძინა ტრამპმა.

მოგვიანებით ტრამპმა მედიასთან დამატებითი განმარტებებიც გააკეთა.

"სოლეიმანი აქტიურად გეგმავდა ახალ თავდასხმებს და თვალი ჩვენს საელჩოებზე ეჭირა. მისი სამიზნე არა მარტო ბაღდადში მდებარე ჩვენი საელჩო იყო", -განაცხადა ტრამპმა.

ცნობისთვის, ამერიკის პრეზიდენტს პოლიტიკოსები მოუწოდებენ დაასახელოს კონკრეტულად რის საფუძველზე მიიღო პენტაგონმა გადაწყვეტილება ბაღდადის აეროპორტში ჩატარებულიყო ოპერაცია.

შეგახსენებთ, 3 იანვარს, აშშ-მა ერაყის დედაქალაქში, აეროპორტში საჰაერო თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც, სხვა სამხედრო მაღალჩინოსნებთან ერთად, ერაყელი გენერალი, "ყუდსის ძალების" ხელმძღვანელი ყასემ სოლეიმანი დაიღუპა.

AutoPlay
გერმანიაში მომხდარი თავდასხმების სავარაუდო მოტივი ქსენოფობია და მემარჯვენე ექსტრემიზმია
გამოქვეყნდა 26 წუთის წინ
ექსპერტები ვანო მერაბიშვილში პოლიტიკურ ლიდერს და მიზიდულობის ახალ ცენტრს ვერ ხედავენ
გამოქვეყნდა 28 წუთის წინ
პრემიერ-მინისტრი და "ქართული ოცნების" ლიდერები ვანო მერაბიშვილის გათავისუფლების ფაქტს აფასებენ
გამოქვეყნდა 34 წუთის წინ
ემუქრება თუ არა ვანო მერაბიშვილს ციხეში დაბრუნება - სამართლებრივი შეფასებები
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
ირანისა და რუსეთის მოქალაქეების კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები გაიზარდა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
"მეტი ვანო ოპოზიციას" - "ქართული ოცნების" ლიდერები ვანო მერაბიშვილის გათავისუფლების ფაქტს აფასებენ
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები